ალპინისტთა ექსპედიციამ ნანდა დევის მწვერვალის დასაპყრობად სტარტი 13 მაისს აიღო. როდესაც მთამსვლელები დათქმულ დროს ბანაკში არ გამოცხადდნენ, სამძებრო სამუშაოები დაიწყო, თუმცა როგორც ადგილობრივი მთავრობა იუწყება, ძლიერი წვიმის გამო ოპერაცია რთულდება.
უახლოეს საათებში სამძებრო სამუშაოებში ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.