weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

რომის პაპმა ბოშებს დისკრიმინაციის გამო პატიება სთხოვა

15:13 ორშაბათი, 03 ივნისი 2019

რუმინეთში ვიზიტის დროს, რომის პაპი ფრანცისკე ბოშებს შეხვდა და კათოლიკური ეკლესიის სახელითპატიება სთხოვა „ყველა იმ დროისთვის ისტორიაში, როდესაც მათი დისკრიმინაცია ხდებოდა, ექცეოდნენ მათ სასტიკად და უყურებდნენ ზევიდან“.

„პატიებას ვითხოვ ეკლესიისა და ღმერთის სახელით, პატიებას გთხოვთ თქვენ. გულგრილობა იწვევს ცრურწმენებს და კვებავს ბრაზსა და წყენას. ხშირად განვსჯით დაუფიქრებლად, სიტყვებითა და შეხედულებებით, რომლებიც თესავენ სიძულვილსა და უთანხმოებას“, – BBC-ის ინფორმაციით, განაცხადა რომის პაპმა.

ბოშები ევროპაში საუკუნეების განმავლობაში იდევნებოდნენ. ისტორიკოსების შეფასებით, ამ თემის წარმომადგენელი ასობით ათასი ადამიანი იქნა მოკლული ნაცისტების მიერ. ამჟამად ბოშები ძირითადად სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ცხოვრობენ. ისინი ევროკავშირში ეთნიკური უმცირესობის ყველაზე მსხვილ ჯგუფად არიან აღიარებული.

რუმინეთში ბოშები მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ. დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მათ სირთულეები ექმნებათ სამუშაოსა და საცხოვრებლის ძიების დროს, რის გამოც უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]