weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ინდოეთში ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა

14:51 სამშაბათი, 04 ივნისი 2019

ჩრდილოეთ ინდოეთში ტემპერატურამ 50 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა, არსებობს წყლის დეფიციტისა და გულის შეტევების საფრთხე. მსგავსი მდგომარეობაა რაჯასტანის შტატის თითქმის ყველა ქალაქში.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, რაჯასტანსა და მიმდებარე შტატებში სასტიკი სიცხე ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.

უკიდურესი სიცხეა ქვეყნის დედაქალაქ დელიშიც, სადაც ტემპერატურა 46 გრადუსს გადასცდა. მოსახლეობას დღის ყველაზე ცხელ საათებში სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

ყველაზე მთაგორიან შტატ ჰიმალაჩ-პრადეშში, სადაც ბევრმა მდიდარმა ინდოელმა შეაფარა თავი ზაფხულის სიცხეს, ტემპერატურამ 44,9 გრადუსს მიაღწია.

ინდოეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ექსპერტთა შეფასებით, ქვეყნის 40 პროცენტს წელს გვალვა ემუქრება.

ინდოეთში უმაღლესი ტემპერატურა, 51 გრადუსი, 2016 წლის მაისში, რაჯასტანის ქალაქ ფალოდიში დაფიქსირდა. გასული ათწლეულის განმავლობაში ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ნალექების მახასიათებლები დრამატულად შეიცვალა - ხშირი გახდა გვალვები, წყალდიდობები და უცაბედი შტორმები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]