weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიით არ გარდაცვლილა

11:34 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

ჰოლანდიური გამოცემა Politico ავრცელებს ინფორმაციას, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ნოა პოტჰოვენი ევთანაზიით არ გარდაცვლილა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ადგილობრივი გაზეთ Gelderlander-ის რეპორტიორი პოლ ბოლვერკი ამბობს, ის მოზარდის საქმეს ყურადღებით აკვირდებოდა და 17 წლის ნოა პოტჰოვენის მშობლებს არაერთხელ ესაუბრა.

მისი თქმით, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე გოგონამ ევთანაზია ითხოვა, თუმცა საავადმყოფოში მას უარი უთხრეს. გოგონა საკუთარ სახლში მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც წყლისა და საკვების მიღებაზე უარი განაცხადა, ხოლო მშობლებმა და ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონას საკვებს იძულების წესით არ მისცემდნენ და სამედიცინო დახმარებას მისი ნების საწინააღდმეგოდ არ გაუწევდნენ.

კანონი განმარტავს, რომ ევთანაზიად ითვლება პროცესი, როდესაც პაციენტს ექიმი აძლევს წამალს, რაც მის სიკვდილს გამოიწვევს.

როგორც ცნობილია, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გოგონამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვცყნა პოსტი, სადაც წერდა, რომ ის რამდენიმე დღეში მოკვდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ნოა პოტჰოვენის ევთანაზიით გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია წამყვანმა ამერიკულმა და ევროპულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]