weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სტრიკერი რომელმაც 3.5 მილიონი გამოიმუშავა 15 ათასით დააჯარიმეს

13:52 ხუთშაბათი, 06 ივნისი 2019

ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კინსი ვოლანსკი საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. პოლონელი მოდელი და სტრიკერი სტადიონზე შეჭრის გამო 15 000 ევროთი დააჯარიმეს, რაც მას ნაკლებად უნდა აღელვებდეს.

საქმე ისაა, რომ კინსი ვოლანსკიმ Apex Group-ის მარკეტინგული ანალიზის თანახმად, რეკლამიდან დაახლოებით 3.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ეს თანხა გამოთვლილია მისი რუსი ბოიფრენდის, ცნობილი YouTube-ერი ვიტალი ზდოროვეცკის (VitalyzdTv) საიტზე გამოქვეყნებული მასალით, რომელშიც ვოლანსკის ნახევრად შიშველი სხეულია განთავსებული. მოედანზე შეჭრისას ვოლანსკის საცურაო კოსტიუმზე სწორედ ზდოროვეცკის სახელი ეწერა.

რაც შეეხება 15 ათასი ევროს ჯარიმას, კინსი ვოლანსკის 5 ათასი ევრო სტრიკერობისთვის დაეკისრა, ხოლო 10 ათასი - კადრების საიტზე განთავსებისთვის.

საბოლოოდ, 22 წლის კინსი ვოლანსკიმ გარდა ზემოთხსენებული ფინანსური მოგებისა, მედიასა თუ ინტერნეტში უდიდესი პოპულარობაც მოიპოვა და სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ მისი მიმდევრების რაოდენობა ისეთი წარმოუდგენელი ტემპით გაიზარდა, რომ ადმინისტრაციამ მისი პროფილი დაბლოკა კიდეც.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]