დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, ქალაქში უსაფრთხოებას 2500 სამართალდამცავი იცავდა და პოლიციამ, რომელიც მსვლელობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, კონტრაქციის მონაწილე 49 ადამიანი დააკავა. მათ შორის ერთ-ერთს დანა აღმოაჩნდა, რამდენიმეს კი - ცრემლსადენი გაზის სპრეი.
იერუსალიმში ლგბტ აღლუმი უკვე მეთვრამეტედ ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს იგი ტრაგიკულად დასრულდა, რადგან ერთ-ერთმა მამაკაცმა აღლუმის 15 წლის მონაწილე დანით სასიკვდილოდ დაჭრა.