weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ საქმე შეწყდა

18:25 სამშაბათი, 11 ივნისი 2019

რუსეთში გამოცემა „მედუზას“ სპეციალური კორესპონდენტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა განაცხადა.

საქმეზე გამოძიება ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო შეწყდა. ივან გოლუნოვს, რომელსაც აღკვეთის ღონისძების სახით შინაპატიმრობა აქვს მისჯილი, გათავისუფლდება.

ჟურნალისტი 6 ივნისს დააკავეს და ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის წაუყენეს. „მედუზას“ ინფორმაციით, მას პოლიციის განყოფილებაში სცემეს, არ აძლევდნენ ახლობლებთან დაკავშირებისა და ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

ივან გოლუნოვი ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს, რაც მის პროფესიულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. 8 ივნისს მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ გოლუნოვს შინაპატიმრობა მიუსაჯა იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის პირველადმა შედეგებმა გოლუნოვის მიერ ნარკოტიკების ფლობა არ დაადასტურა და არც მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა მსგავსი ნივთიერება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]