weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

კორუფციაში ბრალდებულ ბრაზილიის ექსპრეზიდენტს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

13:27 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017

კორუფციაში ბრალდებული ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე საკურორტო ქალაქ გუარუჟაში არადეკლარირებულ მდიდრულ პენტჰაუსს ფლობდნენ. გარდა ამისა, პრეზიდენტი ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას სახელმწიფო ორგანიზაციიდან შეკვეთების მიცემას დაპირდა, რისთვისაც 747 ათასი დოლარი გამოართვა.

წარდგენილ ბრალდებებში და სილვა თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა გააყალბეს. ადვოკატები სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებენ.

ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიას 2003-2010 წლებში მართავდა. მის წინააღმდეგ გამოძიება 2014 წელს დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]