მექსიკის მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, არალეგალი მიგრანტები სატვირთო ავტომობილებით გადაჰყავდათ.
აშშ-ის პრეზიდენტის ზეწოლის შედეგად, მექსიკამ სამხრეთ საზღვარზე ეროვნული გვარდიის 6000 ჯარისკაცის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მექსიკა მიგრაციის შესაზღუდად პრაქტიკულ ნაბიჯებს არ გადადგამდა, დონალდ ტრამპი სანქციების დაწესებას გეგმავდა. მხარეებმა შეთანხმებას 7 ივნისს მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას მიგრანტები ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან, ძირითადად ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ცდილობენ.