საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.
The Guardian - ნიუკასლი, ინგლისი: სპეციალური კამპანიის ფარგლებში გაკეთებული წარწერა შენობაზე, რომელიც გვამცნობს, რომ შენობა მრავალი წელია დაპირების საწინააღმდეგოდ, ხმარებაში არ შესულა.
დენი ლოუსონი - ეპლბი, ინგლისი: ყოველწლიური ფესტივალის მონაწილე ცხენოსანი ქალი მდინარე ედენში.
ფილიპ ლოპესი - პარიზი, საფრანგეთი: ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი ფინალისწინა გახურებისას.
AP - როზენტალი, გერმანია: ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი სლავური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები ღვთისმშობლის ფიგურით სულთმოფენობის დღესასწაულის ცერემონიისას.
EPA - პრიპიატი, უკრაინა: მიტოვებული ჰოსპიტალი, სადაც ჩერნობილის კატასტროფისას პირველი დაშავებულები მიიყვანეს.
მოჰამედ აბედი - ღაზა, პალესტინა: პალესტინელებს დაშავებული დემონსტრანტი სირბილით გაყავთ პროტესტის ადგილიდან, რომელსაც ისრაელის სპეცრაზმელებმა შეუტიეს.
Reuters - ჰონ-კონგი: პოლიციის სპეცრაზმელები ცრემლსადენ გაზს ესვრიან დემონსტრანტებს.
პედრო პარდო - ტეკუნ უმანი, გვატემალა: მიგრანტები ხელნაკეთი ტივით ცდილობენ მდინარე სუჩიატეს გადალახვას და მექსიკაში შეღწევას.
ლორენ ელიოტი - მაკალენი, ტეხასი: დაკავებისა და გაშვების შემდეგ ჰონდურასელი მიგრანტი ორი წლის შვილთან ერთად ავტობუსში ადის.
კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11