ექვსი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 17 ივნისს, ადგილობრივი დროით 22:50 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ ჩანინიდან 19 კილომეტრში, მიწისქვეშ 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. მოგვიანებით, ამავე რაიონში დაფიქსირდა 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებითი ბიძგები.
მიწისძვრის შედეგად დანგრეულია რამდენიმე სახლი, დაზიანებულია ავტომაგისტრალები. შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდება.
ამ ეტაპისთვის სტიქიის ზონაში ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.