ალბერტას პროვინციაში ხანძარი მაისის შუა რიცხვებიდან გრძელდება. ცეცხლის ჩაქრობას სიცხე და მშრალი ამინდი აფერხებს. ამჟამად რეგიონში ცეცხლის 27 კერაა დაფიქსირებული.
ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ავიაცია და 1200 მეხანძრე მონაწილეობს, მათ შორის - მეზობელი პროვინციებიდან.