weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ინტერპოლის ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული აღიარა

17:35 ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019

ინტერპოლის ყოფილმა პრეზიდენტმა მენ ჰუნვეიმ ჩინეთის სასამართლოს წინაშე დანაშაული აღიარა. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლოს მოსმენაზე ქრთამის სახით 14.5 მილიონი იუანის აღება დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ტინძიანის სასამართლო განაჩენს დღის ბოლომდე გამოაქვეყნებს. მენ ჰუნვეის მეუღლე, რომელმაც თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო, ამბობს, რომ ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული.

შეგახსენებთ, რომ მენ ჰუნვეი, რომელიც ინტერპოლის პრეზიდენტად 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს, გასული წლის ოქტომბერში, სამშობლოში გაუჩინარდა, მოგვიანებით იგი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

ამჟამად ინტერპოლის პრეზიდენტი სამხრეთ კორეელი კიმ ჩენ იანი გახლავთ, რომელიც თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში, დუბაიში გამართულ ასამბლეაზე აირჩიეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]