თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ომი არ სურს და მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა იმ შემთვევაში თუ კონფლიქტი მაინც წარმოიშვება, ირანი განადგურდება.
ინტერვიუს დროს ტრმპმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ ავიაიერიშზეც ისაუბრა, რომელიც მან ბოლო მომენტში გააუქმა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შეატყობინეს, რომ საჰაერო შეტევას 150 ირანელი შეეწირებოდა, რის გამოც მან გადაწყვეტილება შეცვალა.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიძაბა. ცოტა ხნის წინ ომანის ყურეში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმა განხორციელდა. ვაშინგტონმა მომხდარში თეირანი დაადანაშაულა და რეგიონში ვითარების გამწვავების ფონზე სამხედრო კონტიგენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ირანი აშშ-ის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.