პრესტიჟული გამოცემა „ლე პარიზიენსი“ ცნობით, საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი დილის საათებში გაჩნდა და მიმდებარე სახლებს მალევე გადაედო.
70-იან წლებში აშენებულ შენობაში ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.