weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუ შეიძლება, არჩევნებში არ ჩაერიო – დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს

13:20 პარასკევი, 28 ივნისი 2019

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა ოსაკაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრა გამართეს. მოლაპარაკებების დაწყებამდე, პროტოკოლით გათვალისწინებული სურათის გადაღების დროს ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს აპირებდა თუ არა პუტინთან ამერიკის არჩევნებში ჩარევის საკითხის განხილვას. აშშ-ს პრეზიდენტს გაეცინა და პუტინს უთხრა: „თუ შეიძლება არ ჩაერიო არჩევნებში“.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახური ინფორმაციით, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები საათნახევარი გაგრძელდა. რუსეთის მხრიდან მასში ასევე მონაწილებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პირველი ვიცე-პრემიერი ანტონ სილუანოვი, პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი, ხოლო აშშ-ის მხრიდან - სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი, თეთრი სახლის პრესმდივანი სტეფანი გრიშემი, ასევე ტრამპის ქალიშვილი ივანკა და სიძე ჯარედ კუშნერი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპმა და პუტინმა შეაფასეს ირანში, სირიაში, ვენესუელასა და უკრაინაში არსებული სიტუაცია.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ორივე პრეზიდენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე ქვეყნის და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.  

„პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დისკუსიას 21-ე საუკუნის შეიარაღების კონტროლის მოდელზე, რაც, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, საჭიროებს ჩინეთის ჩართულობას“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

„განხილული იქნა სტრატეგიული სტაბილურობის საკითხები“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა და დააზუსტა, რომ მოლაპარაკებებზე საუბარი სირიასა და უკრაინასაც შეეხო.

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო შეხვედრა 2018 წლის 16 ივლისს, ჰელსინკ,ში შედგა, მანამდე კი 2017 წლის 7 ივლისს, ჰამბურგში, ასევე „დიდი ოცეულის“ სამიტზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]