weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იტალიაში სიცხეს 3 ადამიანი ემსხვერპლა

14:29 პარასკევი, 28 ივნისი 2019

აპენინებზე ძლიერი სიცხის გამო სამი ადამიანი დაიღუპა. განგაშის ყველაზე მაღალი – წითელი დონე იტალიის 16 მსხვილ ქალაქშია გამოცხადებული, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღემატება.

მედიკოსები მოქალაქეებს შუადღის განმავლობაში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, ჰაერის ასეთი მაღალი ტემპერატურა წლის ამ პერიოდისთვის 50-იანი წლების შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

პარალლეურად, საფრანგეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

როგორც ევროპის მეტეოროლოგიურმა სამსახურებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, მომდევნო დღეებში ევროპაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს მიაღწევს. საფრანგეთში ჰაერი 40 გრადუსამდე გათბება, ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში კი ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს. იტალიისა და საფრანგეთის გარდა რეკორდულად მაღალი ტემპერატურა იქნება გერმანიასა და შვეიცარიაში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]