დაჭრილთა შორის სომეხი, რუსი და ჩეხი ტურისტები არიან. მკვლელის მოტივი ამ დრომდე უცნობია. თვითმხილველთა თქმით, იგი ყვიროდა, რომ ეგვიპტელებს არ ერჩოდა, მსხვერპლებს კი მინიმუმ სამჯერ მიაყენა ჭრილობები მკერდის არეში.
აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ხუთი ეგვიპტელი პოლიციელი მოკლეს ქალაქ გიზაში. პოლიციელებს შეიარაღებულმა პირებმა ეგვიპტის პირამიდების მახლობლად მოტოციკლიდან გაუხსნეს ცეცხლი.