დევიდ სასოლი ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლის იანვრამდე იქნება.
„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ხელახლა დავიწყოთ ინტეგრაციის პროცესი, რაც ჩვენს კავშირს შეცვლის იმგვარად, რომ მას ექნება შესაძლებლობა უკეთესად უპასუხოს ჩვენი მოქალაქეებს საჭიროებებს და გასცეს რეალური პასუხი მათ წუხილებს“, – განაცხადა ახალარჩეულმა პრეზიდენტმა.
დევიდ სასოლის თქმით, მომდევნო წლებში ევროპარლამენტი იმუშავებს, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - ახალგაზრდების უმუშევრობა, მიგრაცია, კლიმატის ცვლილებები, ციფრული რევილუცია და ახალი მსოფლიო ბალანსი.
ევროპარლამენტის ინფორმაციით, დევიდ სასოლი 1956 წელს ფლორენციაში დაიბადა. ის „დემოკრატიული პარტიას“ წარმოადგენს და იტალიის პარლამენტის წვრია 2009 წლიდან.