weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-ში ირანელი მათემატიკოსი მარიამ მირზახანი გარდაიცვალა

11:56 კვირა, 16 ივლისი 2017

ირანელი მათემატიკოსი მარიამ მირზახანი, რომელიც მათემატიკაში ფილდსის მედლის მფლობელი პირველი ქალია, 40 წლის ასაკში, აშშ-ში გარდაიცვალა. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, მირზახანი 2013 წლიდან მკერდის კიბოს ებრძოდა.

მარიამ მირზახანი 1977 წლის 3 მაისს, ირანში დაიბადა. 17 და 18 წლის ასაკში ის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. 1999 წლეს მათემატიკოსი ირანიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა და 2004 წელს მათემატიკის დოქტორის ხარისხი მოიპოვა. მირზახანი 2008 წლამდე პრინსტონის, ხოლო 2008 წლიდან სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.

მან ფილდსის მედალი 2014 წელს, მათემატიკის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიიღო. მარიამ მირზახანი ამ პრემიის მფლობელი პირველი ქალი და ამავდროულად პირველი ირანელია. რადგან ნობელის პრემია მათემატიკის დარგში დაწესებული არ არის, ფილდსის მედალს „მათემატიკოსების ნობელსაც“ უწოდებენ. ფილდსის მედალი 1936 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ 40-წლამდე ნიჭიერ მათემატიკოსებს გადაეცემათ.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მათემატიკოსის გარდაცვალებას უდიდესი მწუხარება უწოდა. როუჰანის შეფასებით, მარიამ მირზახანიმ ირანს სახელი გაუთქვა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებზე და ირანელ ქალებსა და ახალგაზრდებს საერთაშორისო არენაზე წარამატების მიღწევის მოტივაცია მისცა.

აღსანიშნავია, რომ ირანის მთავრობამ და მედიამ მარიამ მირზახანის არა ახალი, არამედ ძველი ფოტოები გამოიყენა, სადაც მას მუსლიმური წესის შესაბამისად თავსაბურავი აქვს მოხვეული. ამ ფაქტმა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილის კრიტიკა გამოიწვია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]