როგორც „ინტერფაქსი“ წერს, გუშინ ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მედალი რომის პაპად ფრანცისკეს არჩევიდან მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით გამოუშვეს და ის პირველი მსოფლიო ომის დასრულების ას წლისთავს ეძღვნება. მასზე დატანილია რომის პაპ პიუს მეთორმეტის სიტყვები: „არაფერს კარგავ მშვიდობით. შესაძლოა ყველაფერი დაკარგო ომით“.
რომის პაპ ფრანცისკესა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 4 ივლისს შედგა. ეს მათი მესამე შეხვედრა იყო 2013 და 2015 წლების შემდეგ.