weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

უკრაინაში NewsOne-სა და Россия 1-ის ტელეხიდზე გამოძიება სახელმწიფო ღალატის მუხლით დაიწყო

18:14 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინული ტელეკომპანია NewsOne-ის მიერ რუსულ სახელმწიფო ტელეარხ Россия 1-თან ტელეხიდის მომზადება სახელმწიფო ღალატის მცდელობად შეაფასა და გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Unian ავრცელებს.

გენპროკურორ იური ლუცენკოს განცხადებით, გამოკითხვაზე დაბარებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი, ტელეკომპანიის მფლობელიდან დაწყებული ტელეწამყვანით დასრულებული. პროკურატურა NewsOne-ის მფლობელის აქტივების დაყადაღებასაც გეგმავს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Россия 1-ი და NewsOne-ი 12 ივლისს რუსულ-უკრაინული ტელეხიდის - „საჭიროა ლაპარაკი“ გამართვას გეგმავდნენ, გუშინ, 7 ივლისს გახდა ცნობილი. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული არხის წამყვანმა, დიმიტრი კისილიოვმა განაცხადა. შოუ რუსეთის მხრიდან ანდრეი მალახოვს და მარია სიტტელს უნდა წაეყვანათ, ხოლო უკრაინის მხრიდან - ელენა კირიკსა და ვასილ გოლოვანოვს.

უკრაინელი პოლიტიკოსების ნაწილმა ეს იდეა პროვოკაციად შეაფასა, ხოლო პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მას იაფასიანი, მაგრამ სახიფათო პიარსვლა უწოდა, რომლის მიზანი უკრაინელების ორ ბანაკად გაყოფაა. ამის შემდეგ ზელენკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვედრა შესთავაზა, რათა იმსჯელონ „ვისია ყირიმი და ვინ არ დგას დონბასში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]