weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ერდოღანი პირობას დებს, რომ სიკვდილით დასჯას აღადგენს

17:46 კვირა, 16 ივლისი 2017
რეჯეფ თაიფ ერდოღანი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ფოტო © Reuters

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დარწმუნებულია, რომ სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონპროექტი კანონმდებლების მხარდაჭერას მოიპოვებს. „თუ ეს კანონპროექტი პარლამენტში შევა, დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებენ და ჩემთან გამოგზავნიან, მე კი უყოყმანოდ მოვაწერ ხელს დოკუმენტს“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, სადაც მოქალაქეებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის წლისთავი აღნიშნა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, სიკვდილით დასჯის აღდგენას მოითხოვდნენ მეჯლისის წინ შეკრებილი მოქალაქეებიც.

„პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვიან ჰანსი ან ჯორჯი. ჩემთვის მნიშვნელოვანია რას იტყვის აჰმედი, მეჰმეთი, ჰასანი, ჰუსეინი, აიშე, ფატიმა და ჰადიჯე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის დროს.

სიკვდილით დასჯის აღდგენა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს წერტილს დაუსვამს. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, თუ თურქეთში სიკვდილით დასჯა აღდგება, ქვეყნის ხელისუფლება საბოლოოდ დაკეტავს ევროკავშირის კარს.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობიდან ერთი წლის შემდეგ ერდოღანი ხალხს დაპირდა, რომ თურქეთის მტრები, მათ შორის „ფეთჰულა გიულენის ტერორისტული მოძრაობა“ (FETÖ) და „ქურთისტანის მშრომელთა პარტია“ (PKK) სასტიკად დაისჯებიან.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]