weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთში, ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმეზე 4 სამართალდამცავი სამსახურიდან მოხსნეს

16:00 სამშაბათი, 16 ივლისი 2019

გამოცემა „მედუზას“ გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის საქმესთან დაკავშირებით, მოსკოვის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოთხი თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს გადაწყვეტილება სამსახურებრივი შემოწმების შემდეგ იქნა მიღებული.

გათავისუფლებული თანამშრომლების ვინაობა და მათ მიერ დაკავებული თანამდებობების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. სააგენტო „ინტერფაქსის“ წაყაროების ცნობით, მათგან სამი ოპერატიული მუშაკია, რომლებმაც გოლუნოვი „რეგლამენტის დარღვევით“ დააკავეს, ხოლო მეოთხე გათავისუფლებული მათი ხელმძღვანელი - ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის განყოფილების უფროსია.

ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს. პოლიციაში აცხადებდნენ, რომ მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკები აღმოაჩინეს, რაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა. ჟურნალისტს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის წარუდგინეს.

ივან გოლუნოვი ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა ჩაუდეს, რაც მის პროფესიულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული.

8 ივნისს მოსკოვის ერთ-ერთმა სასამართლომ გოლუნოვს შინაპატიმრობა მიუსაჯა იმის მიუხედავად, რომ ექსპერტიზის პირველადმა შედეგებმა გოლუნოვის მიერ ნარკოტიკების ფლობა არ დაადასტურა და არც მის საცხოვრებელ სახლში აღმოჩნდა მსგავსი ნივთიერება.

13 ივნისს რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა განაცხადა, რომ ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო, გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

საქმემ დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი და საპროტესტო ტალღა გამოიწვია. 15 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა პოლიციის ორი გენერალი, მოგვიანებით კი გადადგა მოსკოვის დასავლეთ რაიონში შინაგან საქმეთა სამმართველოს ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის განყოფილების უფროსი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]