weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინაში სასამართლომ ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმები ერთმანეთს გაუთანაბრა

10:46 ოთხშაბათი, 17 ივლისი 2019

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმები თავისი არსით ერთნაირია. ამის შესახებ ნათქვამია 16 ივლისის გადაწყვეტილებაში, რომლის მიხედვითაც 2015 წლიდან მოქმედი კანონი უკრაინის დეკომუნიზაციის შესახებ, ქვეყნის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ „აზრისა და სიტყვის, საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის თავისუფლად გამოხატვის უფლება არ არის აბსოლუტური, იგი შეიძლება კანონით შეიზღუდოს ეროვნული უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი წესრიგის ინტერესებისთვის.

„მათი კრიმინალური ხასიათის მიხედვით, კომუნისტური რეჟიმი და ნაცისტური რეჟიმი ერთნაირი იყო, ხოლო სახელმწიფო რეპრესიული პოლიტიკის განხორციელების მეთოდები – იდენტური. აღნიშნული რეჟიმები კატეგორიულად უარყოფდნენ დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოს არსებობას, დევნიდნენ მის მხარდამჭერებსა და ხელს უშლიდნენ უკრაინის ეროვნულ აღორძინებას“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კომუნისტურმა რეჟიმმა, ისევე როგორც ნაცისტურმა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ადამიანის უფლებებს, ვინაიდან არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა საზოგადოების ტოტალურ კონტროლს, პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასა და რეპრესიებს.

„შედეგად, უკრაინელთა რამდენიმე თაობა თავისუფლების არარსებობის პირობებში ყოვლისმომცველი შიშის ატმოსფეროში ცხოვრობდა, თვითნებურად შეზღუდული ჰქონდათ სამოქალაქო, პოლიტიკური და სხვა უფლებები და თავისუფლებები“,
– აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლო.

სასამართლო ხაზს უსვამს, რომ წითელ ვარსკვლავს, ნამგალსა და უროს, ისევე როგორც კომუნისტური რეჟიმის სხვა სიმბოლოებს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფართოდ იყენებდნენ ანტი-უკრაინული ძალები შიშის, სიძულვილისა და აგრესიის ატმოსფეროს გასავრცელებლად; იმის უარყოფის მიზნით, რომ უკრაინის ხალხს უფლება არ აქვს საკუთარი დამოუკიდებელი სახელმწიფო გააჩნდეს.

უკრაინაში კომუნისტური და ნაცისტური ტოტალიტარული რეჟიმები 2015 წლის 9 აპრილის კანონით დაგმეს. კანონით აირძალა ამ რეჟიმების პროპაგანდა. დეკომუნიზაციის ფარგლებში, ლენინის ასობით ძეგლის დემონტაჟი მოხდა, ასობით დასახლებას კი სახელი შეუცვალეს.

2017 წელს რადას დეპუტატებმა „ოპოზიციური ბლოკიდან“ და სხვა ფრაქციებიდან საკონსტიტუციო სასმართლოს მიმართეს და ამ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]