ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი ევროპარლამენტმა აირჩია. მის კანდიდატურას 747 დეპუტატიდან 383-მა დაუჭირა მხარი, ურსულა ფონ დერ ლაიენს 374 ხმა სჭირდებოდა.
„ნდობა რომელიც მე გამომიცხადეთ არის ნდობა ევროპისადმი. ჩემი მუშაობა იწყება ამ წუთიდან. მოდით ვიმუშავოთ ერთად კონსტრუქციულად “, – განაცხადა მან კენჭისყრის დასრულების შემდეგ.
ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს ხუთი წლის განმავლობაში დაიკავებს. ის პირველი ნოემბრიდან ჟან კლოდ იუნკერს ჩაანაცვლებს.