weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოსკოვში, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, აქციაზე 20 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა

23:56 შაბათი, 20 ივლისი 2019

20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მოსკოვში, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაში. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი „თეთრი მრიცხველი“ ავრცელებს, ხოლო პოლიციის მონაცემებით, სანქცირებულ აქციაზე დაახლოებით 12 ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

„ბი ბი სის“ რუსული სამსახურის ინფორმაციით, 20 ივლისის აქციის მონაწილეემა მოითხოვეს, რომ მოსკოვის საბჭოს არჩევნებში რეგისტრაციის უფლება ყველა დამოუკიდებელ კანდიდატს მისცენ. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ სწორედ ის კანდოდატები, რომლებსაც საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა იმ საბაბით, რომ მათ მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა სიები დეფექტიანი იყო.

„ეს ჩვენი ქალაქია. ვითხოვთ, არჩევნებზე ყველა კანდიდატის დაშვებას“, - განაცხადა კორუფციათან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელმა, ლუბოვ სობოლმა, რომელიც შიმშილობს მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურის მხარდასაჭერად შეგროვილი ხელმოწერები დაბლოკა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ აქციაზე თქვა, რომ თუ მომავალი კვირის ბოლომდე ყველა კანდიდატს არ დაარეგისტრირებენ, შაბათს, 27 ივლისს მოსკოვის მერიასთან აქცია გაიმართება.

ბოლო კვირის განმავლობაში ეს პირველი აქცია არ არის, რომელიც მოსკოვში გაიმართა. 14 ივლისიდან, ყოველ საღამოს ტრუბნის მოედანზე, მხარდამჭერებთან ერთად იკრიბებიან ის კანდიდატები, რომლებსაც მოსკოვის საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]