weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვლადიმირ ზელენსკის პარტია უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს

10:26 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

უკრაინაში გუშინ, 21 ივლისს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისთვის ბიულეტენების 41.7%-ია დათვლილი, რომლის მიხედვითაც ხმების 42%-ით (2 250 307) პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახური“ ლიდერობს.

„ოპოზიციურ პლატფორმას – სიცოცხლისთვის“ 12.78% აქვს, ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ – 8.68%, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინას“– 8.10%, ხოლო სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმას“ – 6.38%.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „ხალხის მსახური“ 42.11%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – 12.69%-ით, მესამეა „ევროპული სოლიდარობა“ – 8.68%ით, მეოთხე – იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ – 8.23%-ით, ხოლო მეხუთე „ხმა“ – 6.39-%ით.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ „ახალ ძალთა მოძრაობამ“ მაჟორიტარულ ოლქებში 0.48% დააგროვა. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ხმა ზელენსკის პარტიის საარჩევნო სიისთვის მიეცათ. მისი თქმით, უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია მის პარტიას დიდი ხნის განმავლობაში არ არეგისტრირებდა, ხოლო მისი ანგარიშები დაბლოკილი ჰქონდა, შედეგად კი ბევრმა ამომრჩეველმა ვერ გაიგო, რომ მოძრაობა არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა. 

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს რადაში დეპუტატის მანდატების ნახევარი საარჩევნო სიებით გასულ კანდიდატებს შეხვდებათ, მეორე ნახევარი კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამარჯვებულებს.

უმაღლეს რადაში 450 დეპუტატია, თუმცა მანდატს მხოლოდ 424 მიიღებს, რადგან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსვლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გამო, რამდენიმე საარჩევნო ოლქში არჩევნები ვეღარ ტარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]