weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე – სააკაშვილი

17:41 ორშაბათი, 22 ივლისი 2019

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გუშინ ჩატარებული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხმაურება. მისმა პარტიამ 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, მათთვის ცნობილი იყო, რომ პარტია ბარიერის გადალახვას ვერ შეძლებდა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება და მხარდამჭერებს მოუწოდეს, არჩევანი პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ სასარგებლოდ გაეკეთებინათ.

„ბოლო დღეებში ჩვენ ჩავატარეთ კამპანია იმისა, რომ ჩვენს მომხრეებს მიეცათ ხმა პრეზიდენტ ზელენსკის პარტიისთვის. რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება – ჯერ ერთი, ჩვენი კამპანია დაიწყო ძალიან გვიან და, პრაქტიკულად, კამპანიისთვის გვქონდა ორ კვირაზე ცოტა მეტი. მეორე, ამის გამო, ყველა რეიტინგი, რომელსაც ჩვენ ვზომავდით, ჩვენ გვქონდა 3 პროცენტზე მეტი, მაგრამ ვერ ვქაჩავდით 5-პროცენტიან ბარიერს. ფაქტი იყო და ეს სამივე პროცენტი იჯდა პრეზიდენტ ზელენსკის პროცენტზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პარტია შემოდგომაზე დაგეგმილი ვადამდელი ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.

„ჩემი სამიზნე თავიდანვე იყო ადგილობრივი არჩევნები შემოდგომაზე და მე ვფიქრობ, ამ გზაზე მივდივართ კარგად. ახლა ჩემი აქცენტი არის ადგილობრივი არჩევნები და ადგილობრივ არჩევნებში ჩემი პარტიის და ჩემი სახელით ძალიან სერიოზული შედეგის დადება“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს – უმაღლესი რადას ვადამდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი, წინასწარი მონაცემებით, შემდეგმა პარტიებმა გადალახეს: „ხალხის მსახური“ – 44,2%; „ოპოზიციურ პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ – 11,4%; ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ – 8.8%, ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ – 7.4%; სვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია „ხმა“ – 6.5%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]