უფლებადამცველ დინარ იდრისოვის განცხადებით, ელენა გრიგორიევა მონაწილეობას იღებდა „დემოკრატიული, ომის საწინააღმდეგო და ლგბტ მოძრაობის“ აქციებში. ბოლო დროს მას სიკვდილით ემუქრებოდნენ და ძალადობის მსხვერპლიც გახდა, რის გამოც სამართალდამცავ უწყებასაც მიმართეს, თუმცა ფაქტი პოლიციის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.
მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. ქალი სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანმა მოკლა. მათი ვინაობის დადგენას ართულებს ის გარემოება, რომ ცხედარი მკვლელობიდან დაახლოებით 16 საათის შემდეგ იპოვეს.