weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ბრიტანეთში ტელეკომპანია Russia Today 200 ათასი ფუნტით დააჯარიმეს

18:10 პარასკევი, 26 ივლისი 2019

დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა დამოუკიდებელმა ორგანომ, Ofcom–მა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ტელეკომპანია Russia Today ორასი ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა მაუწყებლობის წესების დარღვევის გამო.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, Ofcom–მა გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ კრემლის პროპაგანდისტულმა ტელეარხმა 2018 წლის 17 მარტიდან 16 აპრილის პერიოდში ახალი ამბების შვიდ პროგრამაში ვერ შეძლო მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა. კერძოდ,

რეგულატორმა მიიჩნია, რომ ტელეარხმა არ დაიცვა მიუკერძოებლობა ბრიტანეთის ხელისუფლების პოზიციის გაშუქების დროს ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორებიცაა სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლა და სირიის კონფლიქტი.

RT-ს განცხადებით, მარეგულირებლის გადაწყვეტილებით აღშფოთებულნი არიან. ტელეარხის განცხადებით, Ofcom-ი უნდა დალოდებოდა სასამართლოს, რომელსაც უნდა დაედგინა პრეტენზიები RT-ის მიმართ სწორია, თუ არა.

„ამავდროულად, თანხა მნიშვნელოვნად აჭარბებს ჯარიმების მოცულობას ისეთი სერიოზული დარღვევებისთვის, როგორებიცაა სიძულვილის გაღვივება და ძალადობისკენ მოწოდება. ეს მაშინ, როდესაც მედიარეგულატორი RT-ს ადანაშაულებს არასაკმარის მიუკერძოებლობაში“, – განაცხადა რუსულმა ტელეარხმა.

RT-სთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. Ofcom-მა ტელარხის პროგრამების ათი გამოშვება შეისწავლა, მათგან სამში დარღვევა ვერ დაადგინა.

„შვიდი დარღვევა მიუთითებს ჩვენს სამაუწყებლო წესებთან სერიოზულ შეუსაბამობაზე. RT-ს შევატყობინეთ იმის შესახებ, რომ კანონით გათვალისწინებული საჯარიმო ზომების მიღების საკითხს განვიხილავდით... ჩვენს განკარგულებაშია შესაძლო სანქციების რამდენიმე ვარიანტია. ნებისმიერი ზომა, რომელსაც გავატარებთ, იქნება პროპორციული და სამართლიანი აღმოჩენილ დარღვევასთან მიმართებაში“, – განაცხადა ბრიტანულმა რეგულატორმა.

გარდა ჯარიმისა, RT-ს დაევალა Ofcom-ის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს.

ტელეარხი ცდილობს, მარეგულირებლის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]