weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა მეოთხედ გაახანგრძლივეს

15:19 სამშაბათი, 18 ივლისი 2017
თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი

თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა. ინიციატივა თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს ეკუთვნის, რომელსაც მხარი მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“, ასევე ოპოზიციურმა „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“ დაუჭირეს.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა ერთი წლის წინ, 2016 წლის 20 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ გამოცხადდა. ხელისუფლება აცხადებდა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ის სწრაფად და ეფექტიანად შეძლებდა იმ პირების წინააღმდეგ მოქმედებას, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.

რამდენიმე დღის წინ თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩახშობის წლისთავი აღნიშნეს. სტამბოლში შეკრებილი ხალხის წინ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „მოღალატეებს თავებს დააჭრიან“. მან ასევე პირობა დადო, რომ ხელს მოაწერს სიკვდილით დასჯის აღდგენის შესახებ კანონს, თუ მას პარლამენტი მიიღებს.

თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში აშშ-ში მოღვაწე თურქ სასულიერო პირს ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.

2016 წლის 15-16 ივლისს განვითარებულ მოვლენებს 250 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაახლოებით 2200 კი დაშავდა. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ხელისუფლებამ 40 000-მდე ადამიანი დააკავა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]