Meduza-ს ინფორმაციით, 21 ივლისს, პატრიარქმა კირილემ ღვთისმსახურება ადგილობრივ მონასტერში აღავლინა, რის შემდეგაც მას ქალაქი და ეკლესია-ტაძრები დაათვალიერებინეს.
26 ივლისს ხიდზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ასფალტი, რომელიც რუსეთის პატრიარქის ვიზიტამდე დააგეს, აყარეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ რამდენიმე დღის წინ დაგებული ასფალტი დროებითი იყო, გეგმიური სარემონტო სამუშაოები კი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.