weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საუდის არაბეთში ქალებს დამოუკიდებლად მოგზაურობის უფლება მიეცათ

12:16 პარასკევი, 02 აგვისტო 2019

საუდის არაბეთში მცხოვრებ ქალებს საზღვარგარეთ დამოუკიდებლად, ნათესავი მამაკაცის გარეშე მოგზაურობის უფლება მიეცათ. გარდა ამისა, BBC-ის ინფორმაციით, 21 წლიდან ქალებს შეეძლებათ პასპორტის მიღება კანონიერი წარმომადგენლის - ქმრის, მამის ან ძმის თანხმობის გარეშე.

ასევე, პირველად ისტორიაში, ქალები შვილების დაბადების, ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციასაც შეძლებენ.

საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველი, ტახტის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ქალებისთვის დაწესებული სოციალური შეზღუდვების შემსუბუქებას ცდილობს. მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ქალებს ავტომობილის მართვისა და სტადიონზე მატჩის ყურების საშუალება მიეცათ. ამის მიუხედავად, ქალებს მაინც ბევრი შეზღუდვა აქვთ. მაგალითად, მათ სჭირდებათ ნათესავი მამაკაცის თანხმობა ქორწინების ან მარტო ცხოვრებისთვის, ასევე დაპატიმრების შემთხვევაში, ციხიდან გამოსასვლელად. გარდა ამისა, დედის მხრიდან შვილებზე მოქალაქეობა არ გადადის.

აღნიშნული შეზღუდვების გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალები საუდის არაბეთიდან გარბიან და სხვა ქვეყანაში ცდილობენ თავშესაფრის მიღებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]