weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შეუძლია მიგრანტები ჰოლივუდში წაიყვანოს – იტალიის შს მინისტრი რიჩარდ გირს

22:31 კვირა, 11 აგვისტო 2019

ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმა იტალიის მთავრობას მოუწოდა, ქვეყანაში შეუშვას მიგრანტები, რომლებიც კვირაზე მეტია ხმელთაშუა ზღვაში, საქველმოქმედო ორგანიზაციის გემზე იმყოფებიან.

BBC-ის ინფორმაციით, გემზე მყოფი 160 მიგრანტის მონახულების შემდეგ, მსახიობმა განაცხადა, რომ იტალიის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ადამიანების დემონიზება. მან იტალიის ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეადარა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ მიგრანტებთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო.

რიჩარდ გირის განცხადებებს მატეო სალვინი გამოეხმაურა.

„მადლობელი ვართ ამ გულუხვი მილიონერის, რომ შეწუხებულია მიგრანტების ბედით. მას შეუძლია ისინი ჰოლივუდში წაიყვანოს, საკუთარი კერძო თვითმფრინავით და მოათავსოს თავის ვილებში. გმადლობთ, რიჩარდ!“ - თქვა იტალიის ვიცე-პრემიერმა.

BBC-ის ინფორმაციით, ორგანიზაცია Proactiva-ს გემზე ზღვაში გადარჩენილი აფრიკელი მიგრანტები იმყოფებიან და ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილში არიან გაჩერებული. გემის მიღებაზე ევროპული სახელმწიფოები უარს ამბობენ. ცოტა ხნის წინ მიგრანტების მიღების მზაობა მალტამ გამოთქვა, თუმცა Proactiva მათ პირობებს არ დათანხმდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]