weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

შოტლანდიის ლიდერი დამოუკიდებლობის საკითხზე ახალ რეფერენდუმს მოითხოვს

16:22 სამშაბათი, 14 მარტი 2017

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი აცხადებს, რომ მოითხოვს დამოუკიდებლობის შესახებ ახალ რეფერენდუმს, რომელიც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამდე უნდა ჩატარდეს.

შოტლანდიის ქალმა პოლიტიკურმა ლიდერმა 13 მარტს გამოთქვა მოსაზრება, რომ რეფერენდუმი 2018 წლის ბოლოს, ან 2019 წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს. საამისოდ სტარჯენი მომავალ კვირას მიმართავს შოტლანდიის პარლამენტს შესაბამისი თხოვნით.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიაში 2014 წელს ჩატარდა მსგავსი რეფერენდუმი, რომლის მონაწილეების 55%-მა უარი თქვა ბრიტანეთისაგან გამოყოფაზე.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]