weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა წარუდგინეს

12:51 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი მძიმე დანაშაულებებისთვის, მათ შორის, სპეცრაზმის თანამშრომლის მკვლელობისთვის წარუდგინეს. სააგენტო „ტასს“-ის ცნობით, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსმა, ზამირ ბეიშეკეევმა განაცხადა.

„ატამბაევს ჩაბარდა ცნობა, რომ ეჭვმიტანილია რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში მონაწილებაში“, – განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენს ბრალად ედება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მკვლელობის მცდელობა, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობა და მძევლად აყვანის მომზადება.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც საგამოძიებო უწყება კორუფციასაც ედავება, 8 აგვისტოს, საკუთარ რეზიდენციაში დააკავეს. მის ასაყვანად სპეცოპერაცია თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]