weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„ვიკილიქსმა“ ათასობით ამერიკული საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა

16:24 ოთხშაბათი, 08 მარტი 2017

საერთაშორისო ინტერნეტ-რესურსმა „ვიკილიქსმა“ ათასობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც მისივე განმარტებით აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) კიბერდაზვერვის ცენტრისგან მიიღო.

აღნიშნული დოკუმენტები, რომელთა ავთენტურობის დადასტურება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება, სავარაუდოდ შეერთებული შტატების კიბერდაზვერვის ინსტრუქციების ნაწილია.

ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც უკვე დაიწყეს დოკუმენტების შესწავლა, ვარაუდობენ, რომ ისინი ნამდვილია.

თუ დოკუმენტების ავთენტურობა დადასტურდა, ეს ამერიკული სადაზვერვო სამსახურებიდან ინფორმაციის მასშტაბური გაჟონვის მორიგი შემთხვევა იქნება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]