weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მაკედონია საბერძნეთის მოთხოვნის საპასუხოდ უარს ამბობს სახელის შეცვლაზე

15:25 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

18 ივლისს მაკედონიამ უარი თქვა წინადადებაზე, შეიცვალოს სახელი, რათა ბოლო მოუღოს აღნიშნულ საკითხზე საბერძნეთთან ხანგრძლივ დავას. მოგეხსენებათ, საბერძნეთი მოითხოვს, „მაკედონია“ ოფიციალურად მხოლოდ მის ისტორიულ მხარესა და ჩრდილოეთ პროვინციას ერქვას.

ცნობილია, რომ საბერძნეთი, ევროკავშირი, გაერო და NATO ბალკანეთის სახელმწიფო მაკედონიას უწოდებენ „იუგოსლავიის ყოფილ რესპუბლიკა მაკედონიას“, ინგლისური აბრევიატურით - FYROM ან FYR Macedonia (Former Yugoslav Republic of Macedonia), რითაც ამ სლავურ ქვეყანას ისტორიულ მაკედონიისგან განასხვავებენ. თავის მხრივ აღნიშნულ აბრევიატურას არ ცნობს მაკედონია, რასაც ახლახანს ბრიუსელში, ევროკავშირის წარმომადგენლებთან გამართულ პრესკონფერენციაზე მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა დიმიტროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ მაკედონია საბერძნეთთან მრავალწლიან დავაში ერთხელ უკვე წავიდა დათმობაზე, როდესაც იუგოსლავიის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებისას მიღებული ეროვნული დროშა, რომელზეც ისტორიული მაკედონიური სიმბოლო ვერგინას მზე, იგივე „მაკედონიური ვარსკვლავი“ იყო გამოსახული, საბრძნეთის კატეგორიული მოთხოვნისა და ერთწლიანი ენერგობლოკადის გამო 1995 წელს შეცვალა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]