weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ინტერპოლმა ISIS-ის სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტების სია შეადგინა

17:27 შაბათი, 22 ივლისი 2017

საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციამ შეადგინა სპეციალური დოკუმენტი, რომელშიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 173 სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტის მონაცემებია შესული. ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ინტერპოლმა სიაში ის პირები შეიყვანა, რომლებიც ევროპაში ტერაქტების მოსაწყობად არიან მომზადებულები. 

The Guardian-ის ცნობით, სია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ შეადგინა, შემდეგ ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს გადაეცა, ბოლოს კი პარტნიორ სახელმწიფოებში გასავრცელებლად ინტერპოლს ჩაბარდა.

ინტერპოლმა დოკუმენტი 27 მაისს გაავრცელა. მასში მოცემულია ეჭვმიტანილების სახელი და გვარი, ტერორისტული ორგანიზაციაში გაწევრიანების თარიღი, ბოლო მისამართი, ინფორმაცია სალოცავი მეჩეთის შესახებ და ფოტოები.

The Guardian-ის მიხედვით, სიაში შესულ პირებს მომზადება აქვთ გავლილი დიდი მსხვერპლის გამოწვევაზე გათვლილი ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებასა და განთავსებაში. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპაში თავდასხმების მოწყობით ტერორისტები შურს იძიებენ ახლო აღმოსავლეთში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წარუმატებლობებზე. თუმცა უცნობია, შეძლეს თუ არა მათ ევროპის საზღვრებში შეღწევა. 

ინტერპოლი პარტნიორ სახელმწიფოებს სთხოვს, წარადგინონ ნებისმიერი ინფორმაცია სიაში მყოფი პირების შესახებ. მათ შორის ცნობები მათ მიერ საზღვრის კვეთისა და ჩადენილი დანაშაულების შესახებ.

გაეროს 2015 წლის მონაცემებით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს სირიასა და ერაყში 20 000 უცხოელი მებრძოლი იბრძოდა, რომელთა შორის დაახლოებით 4000 ევროპიდან იყო.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]