„ჩრდილოეთი კორეის გაუთავებელი პროვოკაციები, გუშინდელი რაკეტების გაშვების ჩათვლით, მხოლოდ ადასტურებს ჩვენი ალიანსის გადაწყვეტილების გონივრულობას, განვათავსოთ ტედის სისტემის კომპლექსი სამხრეთ კორეაში“, - განაცხადა წყნარ ოკეანეში აშშ-ის ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა ჰარი ჰარისმა.
შეერთებული შტატების აღნიშნული ნაბიჯი სამხრეთ კორეასა და ჩინეთს შორის კონფლიქტს გააღრმავებს. ოფიციალური პეკინი თვლის, რომ რეგიონში ამ სარაკეტო კომპლექსის განთავსება რეგიონული უსაფრთხოების წონასწორობას დაარღვევს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სათანადო ზომებს მიმართავს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად.