weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტრამპმა ჯონ ბოლტონი უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლა

10:04 ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2019

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრეზიდენტის განცხადებით, ის და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ბოლტონის ბევრ შეხედულებას არ იზიარებდნენ.

„ჯონ ბოლტონს შევატყობინე, რომ თეთრ სახლში მისი მსახურობა აღარ იყო საჭირო. მე, ისევე, როგორც სხვები ადმინისტრაციაში, მის შეხედულებებს არ ვიზიარებდით და შესაბამისად, ჯონს თანამდებობის დატოვება ვთხოვე, რაც დღეს დილით დამიდასტურა. მადლობას ვუხდი მას გაწეული სამსახურისთვის. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალ მრჩეველს მომავალ კვირაში დავასახელებ“, – დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.

ჯონ ბოლტონმა კი განაცხადა, რომ პრეზიდენტს გადადგომა თავად შესთავაზა, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე მეორე დღეს იმსჯელებდნენ.

ჯონ ბოლტონი უკვე მეოთხე მრჩეველია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც ტრამპმა სამსახურიდან გაათავისუფლა. 70 წლის ჯონ ბოლტონი ამ თანამდებობაზე 2018 წლის აპრილში დაინიშნა. ის საქართველოში გასული წლის ოქტომბერში იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]