ტერეზა დი კამპო - ელ ჰოსეიმა, მაროკო: თანასწორობისა და კორუფციის საკითხებზე გამართული აქციის მონაწილე ქალები.
Epsilon - ხიმკი, რუსეთი: პოლიციელები მოსკოვის „დინამოსა“ და მოსკოვის „სპარტაკის“ მატჩს ესწრებიან.
დენ კიტვუდი - ლონდონი, ინგლისი: ბავშვები კიუ გარდენსში მოწყობილ სპეციალურ სოროებში თამაშობენ.
ხონ ნასკა - გრასალემა, ესპანეთი: ფანჯრებზე ამძვრალი ხალხი ხარს სახელად ტრომპეტეროს გაურბის ტორო დე კუერდას ფესტივალზე.
იანის კოლესიდისი - ათენი, საბერძნეთი: გერმანიის მიერ ლტოლვილთა შეშვებაზე დაწესებული შეზღუდვით უკმაყოფილო სირიელი ლტოლვილები საპროტესტო აქციაზე გერმანიის საელჩოს წინ.
ლუიზა გულიამაკი - კოსი, საბერძნეთი: ბიჭუნა ჩამონგრეული სახლისა და დამტვრეული ავტომობილის წინ. 6.5 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრამ ქალაქს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამარ ავადი - იერუსალიმი, პალესტინა: პალესტინელები ისრაელის სპეცრაზმის მიერ გაშვებულ ცრემლსადენ გაზს გაურბიან.
იბრაჰიმ აბუ მუსტაფა - ხან იუნისი, პალესტინა/ღაზას სექტორი: პალესტინელი ბიჭუნები დაჯგუფება „ჰამასის“ მებრძოლებს ეფარებიან.
ჯეისონ ბინი - ლავლოკი, ნევადა: გაღიმებული ო.ჯ. სიმპსონი მას შემდეგ, რაც ოქტომბერში გათავისუფლების შესახებ შეწყალება მიიღო.
რონალდო შმიდტი - კარაკასი, ვენესუელა: ოპოზიციონერი აქტივისტები სპეცრაზმელების წინააღმდეგ.