weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მკრეხელობის ბრალდებით პაკისტანში სტუდენტი ცემით მოკლეს

16:59 შაბათი, 15 აპრილი 2017

ჩრდილოეთ პაკისტანში მკრეხელობის ბრალდებით უნივერსიტეტის სტუდენტი მაშალ ხანი ჩაქოლეს. მას თავს სტუდენტების ჯგუფი დაესხა, რომელთა მტკიცებით, მაშალ ხანმა სოციალურ ქსელში მკრეხელური შინაარსის შემცველი პოსტი გაავრცელა.

უნივერსიტეტის ვიდეოჩანაწერების მიხედვით ირკვევა, რომ მიწაზე დაგდებულ მსხვერპლს გარშემო ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფი ახვევია, რომლებიც 23 წლის სტუდენტს ხის ჯოხებს ურტყამენ.

მაშალ ხანი თავის მშობლიურ ქალაქში დაკრძალეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაკავებულია 10 ეჭვმიტანილი, რომელთაც კავშირი აქვთ თავდასხმასთან. პაკისტანში მკრეხელობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ის სიკვდილით ისჯება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]