weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს ტყვია 10 დოლარი ღირს და სამწუხაროდ, სწორედ ეს ფასი აქვს დღეს ადმიანის სიცოცხლეს – ზელენსკი

12:36 ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს მსოფლიო ლიდერებს ტყვია აჩვენა და განაცხადა, რომ დღეს ადამიანის სიცოცხლის ის ფასი აქვს, რამდენიც მის მიერ ნაჩვენები ტვია ღირს  – 10 დოლარი.

უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინელ ვასილი სლეპაკის შესახებ, რომელიც პარიზის ეროვნული საოპერო თეატრის სოლისტი იყო და დონბასში მაშინ დაიღუპა, როდესაც სამშობლოს რუსული აგრესიისგან იცავდა.

„ამ ადამიანს ღვთაებრივი ხმა ჰქონდა. მას მთელ მსოფლიოში საუკეთესო ბარიტონად და კონტრატენორად მიიჩნევდნენ. მისი ხმა ისმოდა კარნეგი ჰოლში, ნიუ იორკში, ნოტრ დამის საკათედრო ტაძარში, ლონდონის კოვენტ-გარდენში და პარიზის გრანდ ოპერაში. თითოეულ თქვენგანს შეეძლო პირადად მოესმინა მისი უნიკალური სიმღერა. სამწუხაროდ, ამის საშუალება არ გექნებათ.

ეს არის ტყვია. 12.7 მილიმეტრიანი ტყვია, რომელმაც არა მხოლოდ მისი კარიერა, არამედ სიცოცხლეც დაასრულა. სხვათა შორის, ეს ტყვია 10 დოლარი ღირს და სამწუხაროდ, სწორედ ამდენად ფასობს ადმიანის სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე. ასეთი ისტორია ათასია, ასეთი ტყვია კი მილიონი.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 21-ე საუკუნეში. მას შესაძლებლობების საუკუნეს ეძახიან. დიახ, დღეს მოსმენის ნაცვლად მეტი შესაძლებლობაა მოგკლან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს, ნებისმიერი ომი, იქნება ის უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში, იემენსა თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, საფრთხეს უქმნის მთლიანად ცივილიზაციას.

„სახელმწიფოებს შორის წინააღმდეგობები კვლავ მოგვარდება რაკეტებით და არა სიტყვებით“, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი შეიარაღებული კონფლიქტი - დონბაშში - უშუალოდ შეეხო უკრაინას. მისი თქმით, შედეგად დაიღუპა 13 ათასი ადამიანი და დაიჭრა 30 ათასი, კიდევ ნახევარი მილიონი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ეს რიცხვი მზარდია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]