weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გოგონების წინადაცვეთაში ბრალდებულ ამერიკელ ექიმს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

17:02 პარასკევი, 14 აპრილი 2017

აშშ-ის ქალაქ დეტროიტში მცხოვრებ ექიმს, ჯუმანა ნაგარვალას, რომელიც გოგონებისთვის წინადაცვეთის ოპერაციის ჩატარებაშია ბრალდებული, სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ოპერაციას 6-დან 12 წლამდე გოგონებს უტარებდა. ის პაციენტებს, რომლებიც მასთან სხვადასხვა შტატებიდან მიდიოდნენ, ოპერაციის შესახებ საუბრისგან თავის შეკავებას სთხოვდა.

„გენეტალიების დასახიჩრება წარმოადგენს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკ ფორმას და ის, ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზულ დანაშაულია. ამ პრაქტიკის ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში არ არის. ვინც ამ ოპერაციას მცირეწლოვნებს უტარებს, ფედერალური კანონით აგებს პასუხს“, - განაცხადა მოქმედმა ამერიკელმა იურისტმა დანიელ ლემიშმა.

„ბი-ბი-სი“ წერს, რომ აშშ-ში ქალთა გენეტალიების დასახიჩრება 1996 წლიდან კანონით არის აკრძალული. თუმცა, 2012 წელს გამოქვეყნებულმა სტატისტიკამ აჩვენა, რომ გენეტალიების დასახიჩრების ოპერაცია გადაიტანა ან ასეთი რისკის წინაშე იყო 500 ათასზე მეტი გოგონა.

გაეროს მონაცემებით, გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრების პრაქტიკა ყველაზე მეტად ეგვიპტეში, ეთიოპიასა და ინდონეზიაშია გავრცელებული. მსოფლიოში 200 მილიონი გოგონა და ქალი იტანჯება წინადაცვეთის ამა თუ იმ ფორმის გამო.

ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა გამოვლინდა საქართველოშიც, კერძოდ, ყვარლის რაიონის ეთნიკური ხუნძებით დასახლებულ რამდენიმე სოფელში.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]