weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბესლანის ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის რუსეთს 3 მლნ ევროს გადახდა დაეკისრა

17:05 ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა 2004 წელს, ბესლანში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების მშობლებისა და დაშავებულების საჩივარი. სასამართლომ გაიზიარა განმცხადებელების მოსაზრება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანის სიცოცხლის უფლება ხელყო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა ვალდებულებას, თავიდან აეცილებინა ადამიანების დაღუპვის შესაძლო საფრთხე. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩინია, რომ ხელისუფლებამ ვერ დაგეგმა სკოლის შენობაზე შტურმი და მინიმუმამდე ვერ დაიყვანა ის საფრთხე, რომელიც ტყვეებს ემუქრებოდა.

გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა რუსული სპეცნაზის და სამხედროების მხრიდან ძალის გადამეტებას და რუსეთის ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ტერაქტის ეფექტური გამოძიება.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ხელისუფლებას დაზარალებულებისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დააკისრა, რაც საერთო ჯამში 3 მილიონ ევროს შეადგენს.

2004 წლის 1-ელ სექტემბერს, როდესაც ახალი სასწავლო წლის დაწყებას ზეიმობდნენ, ბესლანის სკოლას ბოევიკები დასეხნენ თავს და 1128 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ტყვეებმა სკოლის შენობაში 3 დღე გაატარეს, სადაც სიცხით, შიმშილითა და წყურვილით იტანჯებოდნენ. ორი დღის შემდეგ, სკოლაზე სპეცნაზმა შტურმი მიიტანა, რის შედეგადაც 334 ადამიანი, მათ შორის 186 ბავშვი დაიღუპა.

რუსეთში ყველა სასამართლო ინსტანციამ დაადგინა, რომ შტურმის დროს არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მოგვიენებით, 400-ზე მეტმა დაზარალებულმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგში საქმეზე პირველი სხდომა 2014 წელს ჩატარდა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]