weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, აშშ-ის განცხადებით ამაზე თანხმობა არ მიუციათ

10:29 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სამხედრო კამპანია დაიწყო. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ოთხშაბათს საარტილერიო და საჰაერო თავდასხმა რამდენიმე სოფელსა და ქალაქზე განხორციელდა, რის შედეგადაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი თურქეთის საზღვრის გასწვრივ ტერორის დერეფნის შექმნისთვის ხელის შეშლაა. თურქეთის ძალები ასევე აპირებენ შექმნან ე.წ. უსაფრთხოების ზონა, სადაც სავარაუდოდ ამჟამად თურქეთში მყოფ ორ მილიონამდე სირიელ ლტოლვილს დაასახლებენ.

ქურთი მებრძოლები აცხადებენ, რომ თურქ სამხედროებს წინააღმდეგობას გაუწვენ. მათ შორის უკვე მოხდა კიდეც რამდენიმე შეტაკება.

სირიის ტერიტორიაზე საავიაციო და საარტილერიო მოქმედებების დაწყებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაშინგტონს სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის „მწვანე შუქი“ არ აუნთია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე თურქეთს შეშფოთების ლეგიტიმური საფუძველი აქვს. მაიკ პომპეომ გამოხატა თავისი მხარდაჭერა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - გამოიყვანოს სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალები.

ქურთი მებრძოლები ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეები იყვნენ. როგორც „ბი ბი სი“ წერს, ამჟამად ქურთების მიერ კონტროლირებად ბანაკებსა და ციხეებში „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით წევრია ტყვედ აყვანილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]