weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სირიაში საბრძოლო მოქმედებების გამო სახლი იძულებით 130 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა

13:55 კვირა, 13 ოქტომბერი 2019
ფოტო: REUTERS ფოტო: REUTERS

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დღეს, 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან თურქეთის სამხედრო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, 130 ათასზე მეტმა ადამიანმა იძულებით დატოვა საზღვრისპირა ქალაქები თელ აბიადი და რას-ელ-აინი.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გაეროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში დახმარება და დაცვა კონფლიქტის ზონაში მყოფ დაახლოებით 400 ათას ადამიანს შეიძლება დასჭირდეს.

„როიტერის“ ცნობით, თელ აბიადი და რას-ელ-აინი თურქეთის მთავარი სამიზნეა. აღნიშნულ ქალაქებში კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოები პარასკევის შემდეგ დახურულია.

თურქეთი საზღვრისპირა რეგიონში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო და საარტილერიო შეტევას მეხუთე დღეა ახორციელებს. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპერაციის დაწყების შემდეგ თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთ ხალხთა დაცვის შენაერთების“ (YPG) 480 მებრძოლი იქნა განეიტრალებული.

ბრიტანული ორგანიზაცია „სირიის ობსერვატორია ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მოკლულია 74 ქურთი მებრძოლი, ასევე თურქეთის მხარდაჭერით მოქმედი 49 სირიელი ამბოხებული და 30 მშვიდობიანი მოქალაქე. თურქული მედია კი წერს, რომ თურქეთში, საზღვართან განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, სამხედრო ოპერაციის მიზანი სირია-თურქეთის საზღვრის გასწვრივ ე.წ. უსაფრთხოების ზონის შექმნაა, სადაც სავარაუდოდ ამჟამად თურქეთში მყოფ ორ მილიონამდე სირიელ ლტოლვილს დაასახლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]