weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აშშ სირიის დასახმარებლად 50 მილიონ დოლარს გამოყოფს

16:25 კვირა, 13 ოქტომბერი 2019

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, სირიის დასახმარებლად ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან 50 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს ფულადი სახსრები გათვალისწინებული იქნება სირიაში ვითარების სტაბილიზაციისთვის, დევნილი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დახმარებისთვის.

50 მილიონი დოლარი დაიხარჯება სირიელი უფლებადამცველების, სამოქალაქო ორგანიზაციების დასახმარებლად, ასევე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ეთნიკური და რელიგიური უმცირებების შერიგებისკენ მიმართულ ძალისხმევაზე.

თეთრი სახლის განცხადებით, სირიისთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია ომის შემდგომ ტერიტორიების განაღმვაზე, ადამიანის უფლებების შელახვისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების დოკუმენტირებაზე, გენდერული ნიშნით ძალადობისა და წამების გადარჩენილთა დახმარებაზე.

აშშ იმედოვნებს, რომ რეგიონული და საერთაშორისო პარტნიორებიც გააგრძელებენ სირიის დახმარებას.

„ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]